Monday, June 28, 2010

დემოგრაფიული მდგომარეობა დაბა აგარაში





1. პროექტის სახელი: დემოგრაფიული მდგომარეობა დაბა აგარაში
2.
პროექტის მიზანი:პროექტის მიზანია მოსწავლებს განუვითარდეს მონაცემების შეგროვების, მათი დამუშავების უნარი. შეძლონ ამ მონაცემების მიხედვით კომპიუტერში სხვა და სხვა სტილის დიაგრამების აგება. გამოიანგარიშონ რამდენი პროცენტით შეიცვალა ეს მონაცებები ამ წლების განმავლობაში.
3. პროექტის სრული აღწერა:
I ეტაპი: მოსწავლები დაიყოფა ჯგუფებად, განემარტებათ დავალება და მიეცემათ განსაზღვრული დ
რო მის შესასრულებლად.
II ეტაპი: ბავშვები მიაკითხავენ დაბა აგარის სამკურნალო დაწესებულებას შ.პ.ს. „პოლსი“, სადაც მოიპოვებენ მონაცემებს შობადობის შესახებ ბოლო 5 წლის განმავლობაში.
III ეტაპი: ამ მონაცემების მიხედვით აგებენ კომპიუტერთან სვეტოვან და წრიულ დიაგრამებს. აკეთებენ იმის ანალიზს რამდენად შემცირდა თუ გაიზარდა შობადობა ამ წლების განმავლობაში.
IV ეტაპი: ითვლიან ყოველი წლის მონაცემების მიხედვით თუ რამდენი პროცენტით შემცირდა ან გაიზარდა შობადობა ასევე გამოიანგარიშებენ 5 წლის განმავლობაში საშუალო

დ რამდენი პროცენტით შეიცვალა შობადობის მაჩვენებელი.
4. მონაწილეთა ასაკი: 14–15 წელი
5. პროექტის ხანგრძლივობა: 1 კვირა
6. მოსალოდნელი შედეგები: მოსწავლეებს უვითარდებათ მონაცემების შეგროვების უნარ–ჩვევები, შეუძლიათ ამ მონაცემების მიხედვით კომპიუტერში დიაგრამების გება. იძენენ ამ მონაცემების მათემატიკურად დამუშავების უნარს.
7. სარგებელი სხვებისთვის: ნებისმიერ დაინტერესებულ ადამიანს შეუძლია თვალსაჩინო ხერხით მიიღოს ინფორმაცია დაბა აგარაში შობადობის მაჩვენებლის შესახებ ბოლო 5 წლის განმავლობაში.

8. სამუშაო ენა: ქართული
9. მონაწილეები სხვა სკოლიდან: არ არის
10. საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: (ინფორმაციულ–საკომუნიკაციო ტექნოლოგიები, მათემატიკა).
მათემატიკა VII. 14. მოსწავლე მოიპოვებს დასმული ამოცანის ამოსახსნეად თვისობრივ და რაოდენობრივ მონაცემებს.
მათემატიკა VII.14. მოსწავლე აწესრიგებს და წარმოადგენს თვისობრივ და რაოდენობრივ მონაცემებს დასმული ამოცანის ამოსახსნელად ხელსაყრელი ფორმით.(ი.ს.ტ. გამოყენებით)
11. პროექტის ფასილიტატორი: თამარ გარსიძე
12. ფასილიტატორის ელ.ფოსტა: T.garsidze@gmail.com

2 comments:

  1. თამრი, მომეწონა შენი ბლოგი, წარმატებები შენ!!!!

    ReplyDelete
  2. გაიხარე მზი,ა დიდი მადლობა

    ReplyDelete